ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა რეგიონული განვითარების ასოციაციის წარმომადგენლებთან

5 მარტი, 2020

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე რეგიონული განვითარების ასოციაციის თავმჯდომარეს ბესიკ ბაბუნაშვილს და ასოციაციის (RDA) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა პროგრამის სამიზნე სოფლებში ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესახებ იმსჯელეს.

რეგიონული განვითარების ასოციაცია 2011 წლიდან ახორციელებს ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის პროგრამას (CDI) სამცხე-ჯავახეთში, რომელიც დაფინანსებულია კომპანიის BP და მისი პარტნიორების მიერ.

RDA-ს მიზანია პროგრამის არეალში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერა და არსებული პრობლემების მოგვარება ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით.

გააზიარე