ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან

25 May, 2022

ღვინის ეროვნული სააგენტო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელებას იწყებს. პროგრამის დეტალები და მისი მნიშვნელობა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ ვაჭარაძემ და მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროსმა, დავით მაღრაძემ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

შეხვედრას მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განყოფილების ხელმძღვანელი რამინი მარტინენკო და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მხრიდან, პროგრამის განხორციელების პროცესის ხელშეწყობისთან დაკავშირებით სრული მზადყოფნა გამოითქვა.

როგორც, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა აღინიშნეს, ვენახების კადასტრის პროგრამის მიზანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობა და განვითარება. მათივე თქმით, სამცხე-ჯავახეთი ცნობილია ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებითა და უნიკალურობით, აღნიშნული პროგრამის განხორციელება კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი იშვიათი ჯიშების გადარჩენა-შენარჩუნების პროცესს.

+6 

გააზიარე