ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სასურსათო ამანათების დარიგება გრძელდება

28 May, 2020

სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრი, ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობითა და World Vision საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით, შეჭირვებული მოსახლეობის დახმარების კამპანიას აგრძელებს.

საქველმოქმედო ღონისძიებები, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის ერთობლივი კოორდინაციით უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებსა და სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს პირველადი მოხმარების კვების პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები ურიგდება. ამ ეტაპზე, დახმარებას ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 65 ბენეფიციარი მიიღებს.

სასურსათო და ჰიგიენური ამანათების მომზადების პროცესს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, მოადგილე შოთა როსტიაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პანდემიის პერიოდში მხარის მუნიციპალიტეტებისა და სამცხე- ჯავახეთის განვითარების ცენტრის აქტიურ თანამშრომლობაზე და ერთობლივ სოციალურ პროექტებზე.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეჭირვებული, მრავალშვილიანი ოჯახებისა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის სასურსათო ამანათების დარიგება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

გააზიარე