ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024-2025“ საზეიმოდ გაიხსნა

26 სექტემბერი, 2024

ახალციხის ციხეზე, „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024-2025“ საზეიმოდ გაიხსნა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა გარბენში მიიღეს მონაწილეობა, რის შემდეგაც ოლიმპიადა გახსნილად გამოცხადდა.

გარბენის შემდეგ, მოსწავლეებს საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციისგან ევროპის სასკოლო სპორტის კვირეულში მონაწილეობისათვის სიგელები გადაეცათ.

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024-2025“ საქართველოს მასშტაბით გაიხსნა. თამაშები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩატარდება - მინი ფეხბურთი, ფრენბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, გეზრბენი, მხიარული სტარტები - რომლებშიც მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა ჩაერთვება.

გაიმართება შიდა სასკოლო, მუნიციპალური და რეგიონული თამაშები. რეგიონულ თამაშში გამარჯვებული გუნდები საქართველოს პირველობაზე იბრძოლებენ, შემდგომ კი საერთაშორისო შეჯიბრში იასპარეზებენ.

სასკოლო ოლიმპიადის გახსნას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე და პედაგოგები ესწრებოდნენ.

ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.

+11

გააზიარე