ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“

18 ნოემბერი, 2019

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“ -ის ფარგლებში, ახალციხის სასპორტო სკოლაში საჯარო სკოლების მოსწავლეები (გოგონები და ვაჟები) ერთმანეთს კალათბურთში შეეჯიბრნენ. ვაჟებში პირველ ადგილზე ახალციხის №5 საჯაროსკოლის გუნდი გავიდა, მეორე ადგილი საძელის სკოლის გუნდმა დაიკავა. რაც შეეხება გოგონებს, პირველი ადგილი საძელის სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილი კი ახალციხის №1სკოლის გუნდს ხვდა წილად.

გამარჯვებული გუნდები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სიგელებით, თასებითა და მედლებით დააჯილდოვა.

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“ -ის ფარგლებში მუნიციპალური თამაშები გაიმართება აგრეთვე მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონში და მხიარულ სტარტებში. გამარჯვებული გუნდები რეგიონულ და ზონალურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას, რის შემდეგაც საქართველოს პირველობისათვის იბრძოლებენ.

გააზიარე