ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

სამუშაო შეხვედრა მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებთან

19 მარტი, 2019

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე,  იმ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურულ  სამუშაოებს აწარმოებენ.

შეხვედრის ფარგლებში დეტალურად იმსჯელეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების, თითოეულ ობიექტზე არსებული მდგომარეობისა და სამუშაოების გეგმა-გრაფიკების  შესახებ. სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ  განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა  პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულების აუცილებლობაზე.

ამ დროისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები  მიმდინარეობს. ესენია, ქალაქ ახალციხეში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების გარე ფასადების,  სადარბაზოებისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია სოფელ სხვილისსა და სოფელ ურაველში, სოფლების წინუბანი-გურკელი-აგარა-ზიკილია-მუგარეთის  სასმელი წყლის სათავე ნაგებობების, მაგისტრალური მილსადენის და გამწმენდი ნაგებობის მოწყობა-რეაბილიტაცია,  გარეგანათების ქსელის მოწყობა სოფელ ხეოთში,  ქ. ვალის კულტურის სახლის რეაბილიტაცია  (II ეტაპი),  ქ. ახალციხეში ზარზმელის ქუჩაზე კიბის მოწყობა და ქალაქ ვალეში,  თამარ მეფის ქუჩაზე საფეხმავლო ბილიკის მოწყობა (მე5 ეტაპი).

აღნიშნულ ობიექტებზე  მუნიციპალიტეტის მერთან  ერთად,  პერიოდულად ახორციელებენ მონიტორინგს  მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლები.

 

 

გააზიარე