ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამუშაო შეხვედრა მერიაში

14 სექტემბერი, 2020

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შეზღუდული შესაძლებლობის სოციალური მოდელის პილოტირება მიმდინარეობს.

აღნიშნულ საპილოტე პროექტთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა ახალციხის მერიაში, სადაც პროგრამის მიმდინარეობის, მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საქართველოს ოკუპირებული ტრიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველოს უფროსი ნინო ჯინჯოლავა, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დირექტორი ქეთევან გიგინეიშვილი, პროექტის კოორდინატორი გურანდა თეთვაძე და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს - „ექსპერტიზ ფრანსის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროგრამას საქართველოს ოკუპირებული ტრიტორიებიდან დევნილთა, შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს - „ექსპერტიზ ფრანსის“, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დახმარებით და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ახორციელებს.

გააზიარე