ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

სამუშაო შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში

20 მარტი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

ასოციაციის  თავმჯდომარემ  დავით ხოსრუაშვილმა  დამსწრეებს მუნიციპალიტეტის ქონების აღრიცხვისა და მართვის ელექტრონული სისტემა (www.Eproperty.ge) გააცნო, სადაც ელექტრონული რუკაზე ყველა სახის უძრავი ქონებაა (შენობა-ნაგებობები, გზები,ხიდები, გაყვანილობების სისტემები და სხვა შენობა-ნაგებობები) დატანილი.

დღეიდან მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს  საშუალება ეძლევათ ქონებასთან დაკავშირებული ყველა სახის ოპერაცია ელექტრონულად აღრიცხონ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამა მომავალში გაადვილებს მუნიციპალიტეტის  ქონების ინვენტარიზაციას და ეფექტიან მართვას.ამასთანავე, დავით ხოსრუაშვილმა  საჯარო ფინანსებთან დაკავშირებულ თვითმმართველობისთვის აქტუალურ სიახლეეებსა და საკანონონმდებლო ცვილებებზეც ისაუბრა.

შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური, შიდა აუდიტისა და ინსპექტირების  სამსახურების წარმომადგენლები და აიპების ბუღალტრები ესწრებოდნენ.

გააზიარე