ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამუშაო შეხვედრა

8 ნოემბერი, 2022

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცეტრის ჯანმრთელობის კომუნიკაციის ექსპერტ-სპეციალისტებმა მარინა თოფურიძემ და მაია შინშიაშვილმა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - "არავინ დარჩეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის მიღმა" „Leaving no-one behind in access to public health services" ფარგლებში ტრენინგი და სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს.

ტრენინგს ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის თანამშრომლები, სოფლის ექიმები, კლინიკა „იმედის“, ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის „ევექსის“ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული განყოფილების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა მიეძღვნა მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდისა და მობილიზაციის კამპანიების სტრატეგიულ დაგეგმარებას, განხილული იქნა მოზრდილთა და ბავშვთა ვაქცინაციის ადგილობრივი გამოწვევები, პოტენციური გადაჭრის გზები და დასახული იქნა შემდგომი კოორდინირებული თანამშრომლობის გეგემები.

+4

 

გააზიარე