ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა

31 ოქტომბერი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა.

მერმა საბჭოს წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. დეტალურად ისაუბრა მუნიციპალიტეტში დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით ჩატარებულ ღონისძიებებზე.

საბჭოს წევრებმა წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასეს. მათ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები გააცნეს.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, მერთან არსებული სათათბირო ორგანოა, რომელიც საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით. საბჭო 23 წევრისგან შედგება და იგი სამოქალაქო სექტორის, კულტურის, განათლებისა, ბიზნესის სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს.

+4

გააზიარე