ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა

23 ოქტომბერი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე უძღვებოდა.

საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები განიხილეს. მათ შორის, იმსჯელეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

ზაზა მელიქიძემ შეხვედრის მონაწილეებს, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრებზე და პრიორიტეტებზე ისაუბრა. აგრეტვე, გააცნო ის მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტები, რომელთა განხორციელებაც იგეგმება მუნიციპალიტეტში სამხარეო ადმინისტრაციისა და ცენტრალური ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით. თავის მხრივ, საბჭოს წევრებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს თავიანთი წინადადებები და მოსაზრებები გააცნეს.

აღნიშნული საბჭო მერთან არსებული სათათბირო ორგანოა, რომელიც საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით. საბჭო 29 წევრისგან შედგება და იგი სამოქალაქო სექტორის, კულტურის, განათლებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს. დებულების თანახმად საბჭო მინიმუმ სამ თვეში ერთხელ იკრიბება.

გააზიარე