ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა

15 აგვისტო, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მერი ირაკლი ლაზარაშვილი უძღვებოდა.

შეხვედრაზე ირაკლი ლაზარაშვილმა, საბჭოს წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო და მუნიციპალიტეტში დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მათ შორის აქცენტი გაკეთდა, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე, საგანმანათლებლო და კულტურული ობიექტების მშენებლობაზე, სარწყავი და სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგებაზე, სპორტული მოედნებისა და რეკრეაციული ზონების მოწყობაზე და სხვა. ასევე, მერმა ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელმაც უკვე როგორც ქალაქში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში, ოპერირება დაიწყო. საბჭოს წევრები გაეცნენ სხვდასხვა სოციალური ჯგუფებისათვის დაწესებულ შეღავათებსა და ტრანსპორტის მოძრაობის განრიგებს.

სხდომაზე საბჭოს წევრებმა რეკომენდაციები, წინადადებები და მოსაზრებები გააცნეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს. ყურადღება გამახვილდა არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, მერთან არსებული სათათბირო ორგანოა, რომელიც საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით. საბჭო 23 წევრისგან შედგება და იგი სამოქალაქო სექტორის, კულტურის, განათლებისა, ბიზნესის სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს.

 

გააზიარე