ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„სამცხეს“ მორიგი გამარჯვება

24 სექტემბერი, 2024

ქალაქ ახალციხეში, მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, საფეხბურთო მატჩი შედგა.

ერთმანეთს ახალციხის „სამცხე“ და თბილისის „ვაზისუბანი" დაუპირისპირდნენ. ახალციხის გუნდმა დამაჯერებელი უპირატესობით, ანგარიშით 9:0 გაიმარჯვა.

ფეხბურთელების წარმატებამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მოზარდ გულშემატკივრებზე, რომლებიც აქტიურად ქომაგობდნენ ახალციხის გუნდს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს საფეხბურთო გუნდ „სამცხეს“ კიდევ ერთ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მომავალშიც!

+7 

გააზიარე