სამცხე-ჯავახეთის "ტაომ" ოზურგეთის "არწივები" დაამარცხა
დღეს, ქალაქ ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, რაგბში ერთმანეთს სამცხე- ჯავახეთის გუნდი „ტაო“ და ოზურგეთის "არწივები" დაუპირისპირდნენ. დაძაბული თამაშის შედეგად, გამარჯვება 35:21 „ტაო“-ს გუნდმა მოიპოვა.
შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.