ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა

9 ნოემბერი, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მოადგილე რუბენ კარაპეტიანი და ჯანდაცვისა და სოციალური განყოფილებების თანამშრომლები სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მხარეებმა შეხვედრაზე ერთობლივად განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ლომიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ორგანიზაციის გეგმებისა და განსახორციელებელი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების შესახებ ისაუბრა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა. აქცენტი გაკეთდა ბავშვიანი და მრავალშვილიანი ოჯახების თანადგომაზე, სოციალური მუშაკის ინსტიტუტის გაძლიერებასა და მერიის შესაბამისი სამსახურების მხარდაჭერაზე.

აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრი, „world vison საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით წლებია მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობს და სოციალური და სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით ერთობლივად არაერთ პროექტს ახორციელებენ.

+5

გააზიარე