ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საქველმოქმედო აქცია

30 დეკემბერი, 2019

წინასაახალწლოდ ახალციხის მუნიციპალიტეტში მასშტაბური საქველმოქმედო აქცია მოეწყო.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა კობა გელაშვილმა საკუთარი სახსრებით ა(ა)იპ „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს საახალწლო ნობათი მოუმზადა.

200 შეჭირვებულ ოჯახს სურსათი და ტკბილეული ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგელებმა, დეპუტატებმა და ახალციხის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა გადასცეს.

 ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს, თავის მხრივ ბენეფიციარებმა გაწეული დახმარებისა და ქველმოქმედებისთვის მადლობა გადაუხადეს სტუმრებს.

გააზიარე