ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საკრებულოს მე-9 სხდომა

27 აგვისტო, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მე-9 სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა სხდომის დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე უძღვებოდა, რომელმაც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს შემდეგი საკითხი წარუდგინა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება-ახალციხე’’ შექმნისა და ფრაქციის თავმჯდომარედ სამველ ოვეიანის არჩევის შესახებ ცნობად მიღების თაობაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება-ახალციხე’’ თავმჯდომარის მოადგილედ არჩილ უჩიძის არჩევის შესახებ ცნობად მიღების თაობაზე

„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ'' ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელების ინსტრუქციისა და შესაბამისი ფორმების დამტკიცების შესახებ

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების (პლაკატების) განთავსების რეგულირების შესახებ

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის N6 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 დეკემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა გელა ლომიძე წარადგინა ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების მიმოხილვა, რომელიც დამსწრე საკრებულოს წევრების უმრავლესობამ დამაკმაყოფილებლად შეაფასა.

დღეს საკრებულოს სხდომაზე გატანილი ყველა საკითხი ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა .

გააზიარე