ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საკონსულტაციო შეხვედრები ანდრიაწმინდის ადმინისტრაციულ ერთეულში

12 თებერვალი, 2020

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა ანდრიაწმინდის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში.

შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტეტები გააცნეს ადგილობრივებს, იმსჯელეს დასახლებებში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე.

სოფლებში ანდრიაწმინდაში, ანდასა და წყორძაში დასახლების საერთო კრებებზე, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა პრიორიტეტები. ესენია - შიდა გზების, სასმელი წყლის სისტემის, სანიაღვრე არხებისა და გარე განათების მოწყობა.

2020 წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი დაიხარჯება. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო, ადგილობრივი მაცხოვრებლები ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვეტენ, რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა. საკონსულტაციო შეხვედრები 24 თებერვლამდე მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.

გააზიარე