საინფორმაციო შეხვედრა ვალეში
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილების წარმომადგნლები ქალაქ ვალის მოსახლეობას შეხვდნენ და ყირიმ-კონგოს ჰემორაგიულ ცხელებასთან დაკავშირებით საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.
მათ ადგილობრივებს დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია თუ რა არის ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, რომელი ცხოველები ავადდებიან, რა საფრთხეს წარმოადგენს იგი ადამიანისთვის, როგორ დავიცვათ თავი დაავადებისგან და რა ღონისძიებებს ახორციელებს სახელმწიფო.
მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც გაიმართება.
ყირიმ-კონგოს (CCHF) ჰემორაგიული ცხელება ზოონოზური ვირუსული დაავადებაა, რომელიც ვრცელდება Hyalomma-ს სახეობის ტკიპების საშუალებით. ტკიპის ბიოლოგიიდან გამომდინარე, ყირიმ-კონგოს შემთხვევები ძირითადად ფიქსირდება გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე და მათ აქტიურობას ხელს უწყობს თბილი ზამთარი და მშრალი, ცხელი ზაფხული.
ადამიანი ავადდება დაავადებული ტკიპის კბენის შედეგად, დაინფიცირებული ცხოველის სისხლთან და ქსოვილებთან შეხების და ყირიმ კონგოთი ინფიცირებულ პაციენტებთან ახლო კონტაქტის დროს.