ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საინფორმაციო შეხვედრა გენდერული თანასწორობის საკითხებზე

20 აგვისტო, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა გენდერულ თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე.

მერიის გენდერული თანასწორობის განყოფილების თანამშრომლებმა გულიკო მაღრაძემ და მანანა მოდებაძემ სოფელ მუსხის მაცხოვრებლებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, ისაუბრეს „ქალთა ოთახის“ შესახებ, გააცნეს ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობა და საკანონმდებლო რეგულაციები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, ადგილობრივებმა მათთვის საინტერესო თემებზე გაამახვილეს ყურადღება, ასევე დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობისა და ბულინგის შესახებ. აღნიშნული ბუკლეტები, ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, მერიის გენდერული თანასწორობის განყოფილებისა და მუნიციპალური სერვისის „ქალთა ოთახის“ ინიციატივით მომზადდა და დაიბეჭდა.

გააზიარე