ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საინფორმაციო შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში

17 აპრილი, 2019

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობის შეფასებისა და სტატუსის განსაზღვრის ახალ მეთოდოლოგიასა და სისტემის პილოტირებასთან დაკავშირებით  საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს  წარმომადგენელმა  აღნიშნული საპილოტე პროექტის  სამოქმედო გეგმის დაწყებისა და განხორციელების საორგანიზაციო  საკითხები გააცნეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული  სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელებს.

ამ დროისთვის საპილოტე პროექტი აჭარის რეგიონის იმ სამედიცინო დაწესებულებებში ხორციელდება, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განახორციელონ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა. საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის ფარგლებში და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით საპილოტე პროექტის განხორციელება იგეგმება სამცხე-ჯავახეთის რეგიონშიც.

შეხვედრის დასასრულს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ დადებითად შეაფასა პროექტი, მუნიციპალიტეტის მხრიდან სრული მხარდაჭერა  გამოთქვა და სტუმრებს  სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

 

გააზიარე