ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საინფორმაციო შეხვედრა

27 ოქტომბერი, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელებმა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს, სადაც პროექტში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრას სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აღნიშნული პროგრამა სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას ისახავს მიზნად. პროგრამის ბენეფიციარები, 18 წლის და უფროსი ასაკის, შრომისუნარიანი პირები არიან, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას.

+5

 

გააზიარე