ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საინფორმაციო შეხვედრა

2 ნოემბერი, 2024

ახალციხეში კიბოს სკირინინგის პოპულარიზაციის ეროვნული კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა და სკრინინგ აქცია გაიმართა.

ეროვნული სკრინინგცენტრის მობილური გუნდი, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალთან თანამშრომლობით, სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ გამოკვლევებს ატარებდა.

აქციის ფარგლებში კუთვნილი კვლევებით 100-ზე მეტმა ქალმა ისარგებლა.

პარალელურად ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

დამსწრე საზოგადოებას კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამისა და აპვ ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების უფროსი ნინო ზედგინიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილების ხელმძღვანელი თამილა ადვაძე და ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციის “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” ხელმძღვანელი მეგი საჯაია ესაუბრა.

კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან და საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრთან თანამშრომლობით გაიმართა.

+12

გააზიარე