ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საიმიჯო ვიდეო კლიპის „ჩემი მესხეთი“ პრეზენტაცია

15 აგვისტო, 2023

ახალციხის ციხის ციტადელზე, საიმიჯო ვიდეო კლიპის „ჩემი მესხეთი“ პრეზენტაცია გაიმართა. სიმღერა ახალციხის საპატიო მოქალაქისა და სახალხო მთქმელის, ვასილ კვინცხაძის ლექსის მიხედვით შეიქმნა.

პრეზენტაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, მოწვეული სტუმრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დამსწრე აუდიტორიამ მესხეთზე გადაღებული კლიპი დადებითად შეაფასა. მის მნიშვნელობაზე და შინაარსზე ისაუბრა ახალციხის ციხის დირექტორმა ზაზა თამარაშვილმა. აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქალაქისა და ახალციხის ციხის პოპულარიზაციის გაზრდის მიზნით მსგავსი საიმიჯო კლიპების მომზადება.

კლიპის პროდუსერია პაატა ათუნაშვილი, კომპოზიტორი ზურაბ ჩინჩალაძე, ხოლო სიმღერას ასრულებს სოლისტი დავით დარბაიძე.

 

გააზიარე