საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება
ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.
სოფელ წნისში შიდა გზების რეაბილიტაცია დაიწყო. ამ ეტაპზე, მიწის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც საავტომობილო გზის 805 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგება. მოეწობა მისაყრელი გვერდულები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, ანაკრები რკინა-ბეტონის კიუეტები და ლითონის ცხაურები.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.