ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს

30 აპრილი, 2020

ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პარალელურად, ახალციხის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი და წყალთბილის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი ოვსეფ მელქონიანი, სოფელ წყალთბილაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე საგაზაფხულო სამუშაოების განხორციელების პროცესს ადგილზე გაეცნენ, ადგილობრივებს გაესაუბრნენ და მათ საჭიროებებზე იმსჯელეს.

საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს ადგილობრივები ინტენსიურად ახორციელებენ მიწებისა დამუშავებისა და პესტიციდების შეტანის პროცედურებს

გააზიარე