ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სადეზინფექციო სამუშაოები ქალაქ ახალციხესა და ვალეში

7 მარტი, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები აქტიურად გრძელდება.

დღეს, სადეზინფექციო სამუშაოები ქალაქ ახალციხესა და ვალეში არსებულ საჯარო დაწესებულებებში ჩატარდა.

სპეციალური ხსნარით დამუშავდა ქალაქ ახალციხის N2, N3, ქალაქ ვალის N1, მეორე შახტისა და სოფელ სხვილისის საბავშვო ბაღების, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და სამხარეო ადმინისტრაციის შენობები, ქალაქ ვალის კულტურის სახლი, მუსიკალური სკოლა და საზოგადოებრივი ცენტრი.
პრევენციული ღონისძიებები, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ტარდება.

სადეზინფექციო სამუშაოებს სპეციალური ჯგუფები ახორციელებენ, რომელსაც კოორდინაციას და მონიტორინგს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური და ა(ა)იპ „ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ უწევენ.

 

გააზიარე