საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა.
ახალი სასწავლო - სააღმზრდელო წლის დაწყება საბავშვო ბაღების აღსაზრდელებსა და პედაგოგებს მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან მიშველიძემ და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელმა მარინა მერაბიშვილმა მიულოცეს.
საბავშვო ბაღებში მისულ პატარებს სხვადასხვა სახალისო აქტივობებითა და ზღაპრის გმირების კოსტიუმირებული წარმოდგენით დახვდნენ.
ახალი სასწავლო წლისათვის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ინიციატივით, საბავშვო ბაღებს ელექტრო-ტექნიკა, ჭურჭელი, სათამაშოები, მეთოდური მასალები და წიგნები გადაეცა. პერსონალისთვის შეძენილი იქნა სპეციალური უნიფორმები. ასევე, საბავშვო ბაღის ეზოები სივრცეები სტანდარტის შესაბამისად მოეწყო.
დღეისათვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 24 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 1800-მდე აღსაზრდელი ირიცხება.
აქტიურად მიმდინარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა/რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ახალი საბავშვო ბაგა-ბაღები შენდება სოფელ მუსხსა და ქალაქ ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე სულ მალე კი გაიხსნება სოფელ აგარის საბავშვო ბაგა-ბაღი. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ქალაქ ახალციხეში, იაძის ქუჩაზე, №4 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ პატარა პამაჯის საბავშვო ბაღს, ასევე რეაბილიტირდება და ახალი კორპუსი დაემატება ქალაქ ახალციხის №1 საბავშვო ბაგა-ბაღს, ხოლო დაგეგმილია 100 აღსაზრდელზე გათვლილი აწყურის საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა.