ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საახალწლო კონცერტი

30 დეკემბერი, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ცენტრალურ პარკში, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან მორიგი საახალწლო კონცერტი გაიმართა.

ამჯერად ახალციხელების წინასაახალწლო განწყობაზე პაატა გულიაშვილმა, თაკო ვადაჭკორიამ და ლაშა რამიშვილმა იზრუნეს.

საახალწლო კონცერტები ცენტრალურ პარკში 4 იანვარს და 7 იანვარს კიდევ გაიმართება. ღონისძიებები 16:00 საათზე დაიწყება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

+11

 

გააზიარე