ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საახალწლო ღონისძიება ახალციხეში

7 იანვარი, 2023

კიდევ ერთი საახალწლო ღონისძიება ახალციხეში

7 იანვარს, ახალციხის ცენტრალურ პარკში, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან, გია ნიკოლაძის კონცერტი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო სტიპენდიანტების დაჯილდოვება და ზეიმი ფოიერვერკით დასრულდა.

ღონისძიებაზე შეკრებილებს შობა-ახალი წელი მიულოცეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საახალწლო კონცერტები, 28 და 30 დეკემბერს, ასევე 4 და 7 იანვარს გაიმართა, რომლებიც სხვადასხვა ასაკისა თუ მუსიკალური გემოვნების მაყურებელზე იყო გათვლილი.

საახალწლო დღეებში ახალციხელებს და ქალაქის სტუმრებს სადღესასწაულო განწყობა შეუქმნეს ნათია დუმბაძემ, მასტერმა, DJ ალექსანდრე ლორთქიფანიძემ, პაატა გულიაშვილმა, ლაშა რამიშვილმა, თაკო ვადაჭკორიამ, გვანცა კუპატაძემ, ბენდმა „monkey magic“ და გია ნიკოლაძემ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ შობა-ახალ წელს!

+17

 

გააზიარე