ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სააღდგომო დახმარება

24 აპრილი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასურსათო პაკეტების დარიგება მიმდინარეობს.

მერიის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული და უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები მოინახულეს, დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და  საჩუქრად სასურსათო პაკეტები (ფქვილი, ზეთი, შაქარი, ბრინჯი, სააღდგომო ნამცხვარი) გადასცეს. აღნიშნული დახმარება ჯამში 201 ოჯახს გაეწია.

ასევე, დღესასწაულთან დაკავშირებით ფულად დახმარებას მიიღებს სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე 408  ბენეფიციარი.

გააზიარე