ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მე-3 ეტაპი

13 ივლისი, 2020

აქტიურად მიმდინარეობს ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მე-3, დამამთავრებელი ეტაპი.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძე ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, 1100 მეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკი დეკორატიული ფილებითა და ბაზალტის ბორდიურებით მოპირკეთდება, მოეწყობა საყრდენი კედელი და სამანქანო გზის 700 მეტრიან მონაკვეთზე დაიგება ასფალტის საფარი. პროექტი ითვალისწინებს ასევე გზის რეაბილიტაციას, ცენტრალური მაგისტრალიდან რუსთაველის ქუჩა №125 კორპუსამდე.

გააზიარე