ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

5 აგვისტო, 2020

ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მე-3, დამამთავრებელი ეტაპი აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

 სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გზის 700 მეტრიან მონაკვეთზე უკვე დაიგო ასფალტის საფარის პირველი ფენა.

1100 მეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკი კი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება და მოეწყობა საყრდენი კედელი.

აღსანიშნავია, რომ რუსთაველის ქუჩაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2019 წელს დაიწყო, I ეტაპზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა კეცხოველისა და რუსთაველის ქუჩების 930 მეტრი სიგრძის მონაკვეთს; II ეტაპზე, გზის 250 მეტრიან მონაკვეთზე საფეხმავლო ბილიკები, საყრდენი კედლები და ღობეები მოეწყო. მიმდინარე, III ეტაპის სამუშაოებით კი მთლიანად დასრულდება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია რუსთაველის ქუჩაზე.

გააზიარე