ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი ახალციხეში

17 აგვისტო, 2023

რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი ახალციხეში

ახალციხის ციხის ციტადელზე, რეგიონში ახალგაზრდების ხელშეწყობისა და ახალგაზრდული პოლიტიკის ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო კოორდინირებული თანამშრომლობის მიზნით, ახალგაზრდული რეგიონული ფორუმი გაიმართა. ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალგაზრდული საბჭოს ორგანიზებით ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

ფორუმი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა გახსნა, რომელმაც ახალგაზრდული პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა, ხაზი გაუსვა დღევანდელი ღონისძიების მნიშვნელობას და მუნიციპალიტეტის მიღწევებს ახალგაზრდული საქმიანობის კუთხით, ასევე ყურადღება გამახვილდა სამომავლო გეგმებზე და იმ სიახლეებზე, რომლებიც ახალგაზრდების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

ფორუმში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების, საგანმამათლებლო რესურსცენტრების, რეგიონში არსებული ახალგაზრდული ორგანიზაციების, სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ასევე მოსწავლეები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი იოსებ ალიბეგაშვილი, ახალციხეში 104-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გოჩა ბათაძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ილია ზარდიაშვილი და ვაჟა გაჩეჩილაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები დავით ტაბატაძე და საბა კბილაშვილი და სხვები.

რეგიონული ახალგაზრდული ფორუმის მიზანია:

• ახალგაზრდული საქმიანობის პოპულარიზაცია რეგიონის დონეზე;

• სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალგაზრდებთან მომუშავე სტრუქტურებს შორის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა;

• ცენტრალურ მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავება ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით და სექტორთაშორისი დიალოგის მხარდაჭერა.

 

გააზიარე