ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

რწყვის სეზონისთვის მზადება დაიწყო

12 აპრილი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში რწყვის სეზონისთვის მზადება დაიწყო. 

სოფელ კლდეში სარწყავის არხების გაწმენდის მიზნით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ჯამში, 1 კილომეტრამდე სიგრძის სარწყავი არხი მოწესრიგდა. არხების დაზიანებული მონაკვეთები ხელახლა გაიჭრა, ხოლო, ის მონაკვეთები, რომლებიც წყალს ვერ ატარებდა დაგროვილი ნაშალი მასალისგან გაიწმინდა.

სოფლებში სარწყავი სისტემების მოწესრიგება მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება, რათა ზაფხულში მოსახლეობამ სარწყავი წყლით შეუფერხებლად ისარგებლოს.

გააზიარე