ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ფრენბურთში მუნიციპალიტეტის პირველობაზე თამაშები მიმდინარეობს

13 ნოემბერი, 2019

ახალციხის სასპორტო სკოლაში,ფრენბურთში მუნიციპალიტეტის პირველობაზე, ქალთა გუნდებს შორის ნახევარფინალური თამაშები გაიმართა, სადაც ფინალისტები გამოვლინდნენ.

ფინალური თამაშები, ხვალ 14 ნოემბერს გაიმართება. პირველი ადგილისთვის ერთმანეთს კოსტავას ქუჩისა და ვეტერანების გუნდები დაუპირისპირდებიან. ხოლო მესამე ადგილისთვის მე-5 საჯარო სკოლისა და სოფელ ტყემლანის გუნდები იბრძოლებენ.

გამარჯვებულებს, მერიისგან თასები, მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.

ღონისძიებას ორგანიზებას, ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახური უწევს.

 

გააზიარე