ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ფრენბურთში გამარჯვება კოსტავას გუნდმა მოიპოვა

14 ნოემბერი, 2019

 

ფრენბურთში მუნიციპალიტეტის პირველობაზე, ქალთა გუნდებს შორის ტურნირი დასრულდა.

დღეს, ახალციხის სასპორტო სკოლაში ფინალური თამაშები გაიმართა.პირველ ადგილზე კოსტავას ქუჩის გუნდი გავიდა, მეორეზე ვეტერანები, ხოლო მესამე ადგილი ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.

გამარჯვებულ გუნდებს მერიისგან თასები, მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

ღონისძიებას ორგანიზებას, ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახური უწევდა.

 

გააზიარე