ფოტო კონკურსის ,,ჩემი მესხეთი“ დასკვნითი ეტაპი გაიმართა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, ფოტო კონკურსის ,,ჩემი მესხეთი“ დასკვნითი ეტაპი გაიმართა.
კონკურსზე სხვადასხვა ავტორის 15 ნამუშევრი იყო წარმოდგენილი, მათგან ჟიურიმ სამი საუკეთესო ფოტო გამოავლინა. პირველი ადგილი კესარია მანველიშვილის ნამუშევარმა დაიკავა, მეორე ადგილზე გიორგი გოგსაძის ფოტო გავიდა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი მაია ბლიაძის ნამუშევარი გახდა.
კონკურსანტებს გამარჯვება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა და კულტურის სამსახურის წარმომადგენლებმა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. გამარჯვებულებს მერიისგან ფულადი ჯილდოები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებას ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურმა გაუწია.