ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ფოლკლორული ფესტივალი და გამოფენები ახალციხის ციხეზე

1 ივნისი, 2019

1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამით აღინიშნა ახალციხის ციხეზე.

„შპს STUDIA N“-ის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „ახალციხის ციხის“ ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო საქართველოს სხვადასხვა ქალაქების სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა ნახატებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენები. წარმოდგენილი იყვნენ ახალციხის, ახალქალაქის, სამტრედიის, ზუგდიდის, ამბროლაურის, სოხუმისა და ლენტეხის სამხატვრო სკოლები. 

პროგრამის ფარგლებში გაიმართა ფოლკლორული ფესტივალიც, სადაც ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა, ღონისძიების დასასრულს კი მონაწილეებს სიგელები გადაეცათ.

გააზიარე