ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

პოეტ რივკა შალევ მურდუხაშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება

6 ივნისი, 2023

კიდევ ერთი საინტერესო და ემოციურად დატვირთული საღამო ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში

ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, პოეტ რივკა შალევ მურდუხაშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, სადაც პოეტის წიგნების „ჩემი თუთის ხე“ და „აქ უცხოვრიათ - ახალციხე დუმილისა და სიბრძნის ციხე“ პრეზენტაცია გაიმართა.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა პოეტის კრებულებიდან ლექსები და ამონარიდები წაიკითხეს, მუსიკალური სკოლის პედაგოგებმა და მგალობელთა გუნდმა კი მუსიკალური ნომრები შეასრულა.

რივკა შალევ მურდუხაშვილმა ახალციხეში გატარებული წლები გაიხსენა და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შემოქმედებიდან ლექსები წაუკითხა.

ებრაელი პოეტი ახალციხეში დაიბადა და გაიზარდა. ლექსების წერა ბავშვობიდან იტაცებდა. მისი შთაგონების წყარო საქართველო და ისრაელია, წერს საქართველოზე და ახალციხეზე ქართულად და ივრითზე. 1974 წელს პოეტს ქვეყნის დატოვება მოუწია. მის შემოქმედებაში საქართველოს საოცარი სიყვარული და მონატრება იგრძნობა. ამჟამად, რივკა ოჯახთან ერთად თელ-ავივის მახლობლად ცხოვრობს. ხშირად სტუმრობს საქართველოს და მშობლიურ ახალციხეს.

საღამოს პოეტის ოჯახის წევრები, მეგობრები, საგანმანათლებლო სფეროს, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

+5

გააზიარე