ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ფეხბურთში როინ სუდაძის სახელობის ტურნირი მიმდინარებს

23 აგვისტო, 2023

მინი ფეხბურთში როინ სუდაძის სახელობის ტურნირი მიმდინარებს.

თამაშები ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, ახლად რეაბილიტირებულ მინი მოედანზე იმართება. ტურნირში მოყვარულთა 15 გუნდი იღებს მონაწილეობას.

საპრიზო ადგილზე გასული გუნდები თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფულადი ჯილდოთი დაჯილდოვდებიან. ასევე, გამოვლინდება საუკეთესო მეკარე, საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ბომბარდირი.

ტურნირი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობითა და კულტურის სამსახურის ორგანიზებით იმართება.

 

გააზიარე