№4 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა
ქალაქ ახალციხეში, იაძის ქუჩაზე, №4 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორთან მარინა მერაბიშვილთან და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ორსართულიანი შენობა შენდება, სადაც მოეწყობა საბავშვო ჯგუფების ოთახები, საძინებლები, დარბაზი, სამზარეულო და სველი წერტილები. ასევე, დაგეგმილია საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა გასართობი სივრცეებით, ფანჩატურებითა და საჭირო ინფრასტრუქტურით.
საბავშვო ბაგა-ბაღი, რომელიც 100 აღსაზრდელზეა გათვლილი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 653 470 ლარით ფინანსდება.
გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ახალი საბავშვო ბაგა-ბაღები შენდება სოფელ მუსხსა და ქალაქ ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე სულ მალე კი გაიხსნება სოფელ აგარის საბავშვო ბაგა-ბაღი. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ პატარა პამაჯის საბავშვო ბაღს, ასევე რეაბილიტირდება და ახალი კორპუსი დაემატება ქალაქ ახალციხის №1 საბავშვო ბაგა-ბაღს, ხოლო დაგეგმილია 100 აღსაზრდელზე გათვლილი აწყურის საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა.