ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

№1 საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება

6 დეკემბერი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელმა მარინა მერაბიშვილმა ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული №1 საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

ხელმძღვანელი პირები ობიექტზე არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ. პროექტი 499 999 ლარით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბავშვო ბაღში 4 ჯგუფი გააგრძელებს ფუნქციონირებას, სადაც თანამედროვე სტანდარტების მქონე, კეთილმოწყობილ გარემოში 120 აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევების მიღებას.

გააზიარე