ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მხიარული სტარტები შშმ პირების მონაწილეობით

9 დეკემბერი, 2019

დღეს, ახალციხის N1 საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღესთან დაკავშირებით, "მხიარული სტარტები" გაიმართა.

ღონისძიებაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ქალაქ ახალციხის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაციის „თანადგომა შვილებს“, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურისა და გენდერული თანასწორობის განყოფილებისა ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

პროექტის მთავარი მიზანია შშმ პირების მხარდაჭერა და მათი საზოგადოებაში ადაპტაცია.

გააზიარე