ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მუნიციპალური და რეგიონული თამაშები მხიარულ სტარტებში

20 May, 2024

მხიარულ სტარტებში, „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024“ -ის ფარგლებში მუნიციპალური და რეგიონული თამაშები გაიმართა.

მუნიციპალურ თამაშებში პირველ ადგილზე ფერსის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, მეორე ადგილი ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, მესამე ადგილი კი აწყურის საჯარო სკოლის გუნდს ხვდა წილად.

რაც შეეხება რეგიონულ თამაშებს, აქ პირველ ადგილზე ქალაქ ბორჯომის №3 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, მეორე ადგილი კი ფერსის საჯარო სკოლამ დაიკავა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან გამარჯვებულ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

ტურნირს ორგანიზება მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურმა გაუწია.

შეგახსენებთ, რომ პირველ ადგილზე გასული გუნდი აღმოსავლეთ საქართველოს თამაშებში მიიღებს მონაწილეობას.

+6

გააზიარე