ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მუნიციპალიტეტში სასურსათო პაკეტების დარიგება მიმდინარეობს

2 May, 2024

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში სასურსათო პაკეტების დარიგება მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა უკიდურესად შეჭირვებულმა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულმა იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებმა წინასააღდგომოდ მორიგი სასურსათო დახმარება მიიღეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ქალაქ ახალციხეში და ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები ოჯახები პირადად მოინახულეს და სასურსათო დახმარება გადასცეს.

აღნიშნულ დახმარებას, ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის ფარგლებში მოქმედი პროგრამით მოსარგებლე 255 ოჯახი მიიღებს.

ასევე, დღესასწაულთან დაკავშირებით ა(ა)იპ „ახალციხის სათნოების სახლის“ 162 ბენეფიციარს, საკვებ პროდუქტებთან ერთად, სადღესასწაულო ნობათი გადაეცათ. გარდა ამისა, ბენეფიციართა ოჯახებს, წინასააღდგომოდ მუნიციპალიტეტის მერიისგან, ფულადი დახმარებაც ჩაერიცხათ.

+8

გააზიარე