ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მუნიციპალიტეტში სასურსათო პაკეტების დარიგება მიმდინარეობს

13 აგვისტო, 2020

 

ახალციხის მუნიციპალიტეტში სასურსათო პაკეტების დარიგება მიმდინარეობს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები მოინახულა და სასურსათო პაკეტები გადასცა.

აღნიშნული დახმარება (ფქვილი, შაქარი, ბრინჯი, მაკარონი და ზეთი) ჯამში 121 ოჯახს გაეწია. სასურსათო პაკეტების დარიგება გაჭირვებული მოსახლეობისათვის წლის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად ხორციელდება.

გააზიარე