ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მუნიციპალიტეტში გარე განათების სისტემების მოწყობა გრძელდება

31 აგვისტო, 2020

ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტის სოფლებში გარე განათების სისტემების მოწყობა გრძელდება.

პროექტის ფარგლებში ახალი გარე განათება ეწყობა სოფლებში - აწყური, სხვილისი, წყალთბილა, ნაოხრები, ასევე ქალაქ ახალციხეში ვაჟა-ფშაველას, ჯავახიშვილისა და თაყაიშვილის ქუჩებზე.

ამ დროისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სოფელ აწყურში, რომლის დასრულების შემდეგ ადგილობრივებს ღამის საათებში უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება ექნებათ.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 110 543 ლარით ფინანსდება.

გააზიარე