ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მოსახლეობის საყურადღებოდ!

3 ივნისი, 2019

გაცნობებთ, რომ ქალაქ ახალციხეში დაგეგმილია ცენტრალური ქუჩების (რუსთაველი და კეცხოველი) გზის სრული რეაბილიტაცია, მათ შორის საფეხმავლო ბილიკების.

ამ ეტაპზე მიმდინაროებს ტენდერი, რომლის დასრულების შემდეგ სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. აღნიშნულ სამუშაოების განხორციელების პერიოდში, როგორც ქვეითთათვის, ისე სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ეცდება, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად შექმნილი დისკომფორტი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

გააზიარე