ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მოსახლეობის საყურადღებოდ!

9 იანვარი, 2019

 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ იწყება.

მუნიციპალიტეტში პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი   პრიორიტეტული პროექტები შეირჩევა დასახლების  საერთო კრებებზე, თავად მოსახლეობის მიერ.

ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს საერთო კრებების სხდომების/კონსულტაციების მომზადება, მოსახლეობისგან  საპროექტო წინადადებების მიღება  და განსახილვევლი პროექტების ჩამონათვალის მომზადება.

ნებისმიერ პირს (მიუხედავად მისი რეგისტრაციის ადგილისა, მოქალაქეობისა და ა.შ.) შეუძლია გადმოიწეროს მუნიციპალიტეტის საიტიდან საპროექტო წინადადებების ფორმა (იხ. დანართი 2), ან მიიღოს ადგილზე მერის წარმომადგენლისაგან და ის შევსებული სახით წარმოადგინონ მერიაში, ან საკუთარი იდეა/წინადადება ზეპირი სახით აუხსნას მერიის უფლებამოსილ პირებს, რომლებიც დაეხმარებიან მათ ფორმის შევსებაში.

შესაძლებელია, მოქალაქემ საპროექტო წინადადების ფორმა ელექტრონულად გამოაგზავნოს მერიაში, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (akhaltsikhemeria@gmail.com) .

აგრეთვე შესაძლებელია, მოქალაქე დაუკავშირდეს მერიის უფლებამოსილ პირს/სამსახურს კომუნიკაციის სხვა საშუალებებით (მაგ, ტელეფონით) და აუხსნას მას საკუთარი პროექტის იდეა.

საკონტაქტო პირები: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი   ტელ: 591 44 97 96;

პროექტების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი შოთა მერაბიშვილი  ტელ:591 44 88 27

მერიის ცხელი ხაზი:  22 36 16

 

 

 

გააზიარე